ორქიდეა
ორქიდეის მოვლის მოკლე მიმოხილვა:
მზე: მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს, დადგით განათებულ ადგილას ან ნახევრად ჩრდილში.
მორწყვა: ორქიდეის მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, რომელიც სუბტრატის გაშრობის სისწრაფეზე მოქმედებს. თუ ორქიდეის ფესვები ღია ნაცრისფერი ან მოთეთრო ფერისაა ე.ი. ორქიდეა მოსარწყავია. თუ ფესვები მწვანე ფერისაა ე.ი. ტენიანობა საკმარისია და მორწყვას არ საჭიროებს.
ტენიანობა: ორქიდეას ტენიანი გარემო მოსწონს. ტენიანობის შესაქმნელად შეგიძლიათ წყლიან ჭურჭელში კენჭები მოათავსოთ და ამ კენჭებზე დადგათ ორქიდეა.
ტემპერატურა: 24°C დღისით და 18°C ღამით იდეალურია თქვენი ორქიდეისთვის, თუ ამ ტემპერატურას შეუნარჩუნებთ, მაშინ ორქიდეა დიდხანს გაგახარებთ ყვავილობით.
სასუქი: ზედმეტი სასუქი არ მოსწონს ორქიდეა. თვეში ერთხელ ორქიდეის სპეციალური სასუქი ან 20-20-20 NPK სავსაბით საკმარისი იქნება .